აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს მიაჩნია, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის მეგობრობით არა მარტო ეს ორი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო ნახავს სარგებელს.
თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. აშშ-ს არ დასჭირდება ანტირუსული სანქციების დაწესება, თუ მოსკოვი „თავს შეიკავებს აგრესიისგან საზღვარგარეთ და აშშ-სა და ევროპის მეგობარი პარტნიორი გახდება“, განაცხადა შეერთებული შტატების მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენმა.
ამასთან გაზეთ Washington Post-ის პუბლიკაციაში ო’ბრაიენმა ჩამოთვალა ის უამრავი სანქცია, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაუწესა რუსეთს.
„რეიგანის დროიდან აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს არ გამოუჩენია მოსკოვის მიმართ ასეთი სიმტკიცე. რეიგანის მსგავსად, პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს მონახოს ახალი გზები რუსეთთან ურთიერთობებში ― ისეთი, რა დროსაც რუსეტი თავს შეიკავებს საზღვრგარეთ აგრესიისგან და მეგობრული პარტნიორი გახდება აშშ-სა და ევროპისთვის. ასეთ სამყაროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საჭირო აღარ იქნებოდა და ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობაც აყვავდებოდა“, ― აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა.
ო’ბრაიენის თქმით, ამგვარი ურთიერთობებით არა მარტო რუსეთი და აშშ, არამედ მთელი მსოფლიო ნახავდა სარგებელს.
პოტენციური თანამშრომლობის სფეროებზე საუბრისას ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე დიალოგის გამართვაა შესაძლებელი.
მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ „რუსეთიცა და შეერთებული შტატებიც არაერთხელ გამხდარან საკუთარ ტერიტორიებზე ექსტრემისტული თავდასხმების მსხვერპლი, აშშ-ის ოფიციალური პირები სავარაუდოდ ითანამშრომლებენ კოლეგებთან დაზვერვიდან და სამართალდამცველი ორგანოებიდან უახლოეს თვეებში“.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ყველა სახის ბირთვული შიარაღების შეზღუდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევს.
“სპუტნიკ-ჯორჯია”