აშშ-ში ტრამპის მხარდამჭერ მოსწავლეს „ვაშინგტონ პოსტი“ ცილისწამების გამო 250 მლნ-ს გადაუხდის

კათოლიკური საშუალო სკოლის მოსწავლემ ნიკ სენდმანმა პარასკევს გააკეთა განცხადება, რომ იურისტების ჯგუფმა რომელიც მის ინტერესებს იცავს, The Washington Post-ისგან ცილისწამებისთვის 250 მლნ დოლარის კომპენსაციაზე თანხმობა მიიღო. ამის შესახებ dailywire იუწყება.

„19.02.19 მე შევიტანე სარჩელი 250 მილიონ დოლარზე „ვაშინგტონ პოსტის“ წინააღმდეგ. დღეს მე 18 წლის გავხდი და WaPo-ი თანახმაა, გადაიხადოს კომპენსაცია. მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს. “მან ასევე დასძინა: „მოლაპარაკება შედგა WAPO და CNN-თან, ბრძოლა არ დამთვრებულა. მადლობა ჩემს ოჯახს და მილიონობით თქვენგანს, ვინც ამდენი ხნის მანძილზე მხარს მიჭერდა“, – წერს 18 წლის მოსწავლე.

შეთანხმება რომ არ შემდგარიყო, სასამართლო პროცესი მედიასაშუალებების მიერ ფაქტების დამახინჯებული და ცალმხრივი გაშუქების გამო უნდა გამართულიყო. საქმე ეხება 2019 წლის იანვარში საპროტესტო აქციას, როდესაც სენდმანს და ინდიელთა ტომის, ომაჰას უხუცესს შორის დაპირისპირება მოხდა და მედიამ სანდმენი აგრესორად წარმოაჩინა.

კომპენსაციის გადახდაზე თანახმაა CNN-იც, თუმცა თანხა არ სახელდება. ახლა სანდმენის მხარდამჭერ იურისტებს კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებასთან მოუწევთ დაპირისპირება. თანხის სავარაუდო რაოდენობაა 600-დან 800 მილიონ დოლარამდეა!.

ცნობისთვის, კენტუკის შტატის ქალაქ კოვინგტონში 2019 წელის იანვარში კათოლიკური სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აბორტის საწინააღმდეგო აქციაში. მათ შორის იყო 16 წლის ნიკოლასი, რომელსაც თავზე ეხურა წითელი კეპი ტრამპის მხარდამჭერი სლოგანით Make America Great Again. როდესაც მოზარდები აქციიდან ბრუნდებოდნენ, შემთხვევით, გზაში შეხვდნენ 2 სხვადასხვა მიტინგის მონაწილეებს. მათ შორის ერთი- ტრამპის საწინააღმდეგო აქცია იყო. ნიკოლასის კეპის დანახვაზე მას მიუახლოვდა ეთნიკურ ფორმაში გამოწყობილი ტომის უხუცესი და მოზარდის სახესთან დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა დაიწყო.

მედიასაშუალებები, რომლებსაც მოგვიანებით სენდმენმა უჩივლა, იუწყებოდნენ, რომ 16 წლის მოსწავლემ პროვოცირება გაუკეთა აქციის მონაწილეს, ასაკოვან ვეტერანს. მათი ცნობით, ბიჭი აგრესიით და განსაკუთრებული ცინიზმით მოეპყრო აქციის მონაწილეს.

როგორც სენდმენი ტელეინტერვიუში ამბობს, ერთადერთი ემოცია, რაც მან იმ დროს გამოხატა, ეს იყო ღიმილი, რითიც აგრძნობინა მოწინააღმდეგეს, რომ ამ ღიმილის გარდა მისგან სხვა ემოციას ვერ მიიღებდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მოზარდის თქმით, მედიასაშუალებები მის ბულინგს აგრძელებდნენ, რამაც ბიჭის ცხოვრება შეცვალა. სკოლამ, სადაც ის სწავლობდა, მისი ქმედება დაგმო და გარიცხვასაც აპირებდა. ნიკოლასს პრობლემები შეექმნა უმაღლეს სასწავლებელში მიღებასა და სამსახურის შოვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მიმართა იურისტების ჯგუფს დახმარებისთვის, რომ ამას ბოლო მოღებოდა.

მოგვიანებით „ვაშინგტონ პოსტმა“ დაწერა, რომ პოლიციამ ნიკოლას სენდმენის ქცევაში რასიზმის და აგრესიის ნიშნები ვერ დაინახა, თუმცა მედიასაშუალება კომპენსაციის გადახდას მაინც ვერ გადაურჩა.

წყარო: infopostalioni.com