ბოლო ერთ წელიწადში თამბაქო 12.7%-ით, ალკოჰოლური სასმელები კი 5.9%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივლისამდე, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასების 9%-იანი მატება დაფიქსირდა. ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9 პროცენტი).

2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8 პროცენტით განისაზღვრა.

 

 

“იმედინიუსი”