დღეს, 9 აპრილის ბაღში „ევროპული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
„დღეს „ევროპული საქართველო“ იწყებს საარჩევნო კამპანიას და ვასახელებთ მაჟორიტარობის კანდიდატებს. არანაირი ორი პოლუსი და შუის გაკრეფა. არანაირი ერთი კაცის და ერთი პარტიის მმართველობა. ქართული ოცნება ამ არჩევნებზე დამარცხდება ევროპულ კოალიციასთან. შემდეგ მთავრობაში იქნება რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებიც შეთანხმდებიან და განახორციელებენ კოალიციურ შეთანხმებას. ესაა ერთადერთი სწორი გზა“, – წერს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე FACEBOOK გვერდზე.