საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა.საწყის ეტაპზე კომპანიაში 17 ადამიანი დასაქმდება. გეგმაშია თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა, ასევე საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება.
საქართველოში მაღალტექნოლოგიური მოლეკულურ–დიაგნოსტიკური ლაბორატორია 2021 წელს გაიხსნება, ნათქვამია სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ლაბორატორია „პრაიმლაბი“ წელიწადში 140 ათასზე მეტი ანალიზის ჩატარებას შეძლებს, თუმცა, პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება კორონავირუსის გამოსავლენად განკუთვნილ PCR-ტესტებს.
საწყის ეტაპზე კომპანიაში 17 ადამიანი დასაქმდება. გეგმაშია თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა, ასევე საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება.
ლაბორატორია ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.
ლაბორატორია შეძლებს ისარგებლოს როგორც სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ისე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და ასევე, სესხის ძირითადი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.
სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის საერთო მოცულობა 715 ათას ლარს შეადგენს.
„აწარმოე საქართველოში“ საქართველოს თავრობის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
კორონავირუსის პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ ქართული ბიზნესი, არამედ ასევე სახელმწიფო სააგენტოც, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაა. ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობამ გააფართოვა პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და ის ახლა 300-ზე მეტი სახის ბიზნეს-საქმიანობას მოიცავს.
“სპუტნიკი”