სამომხმარებლო სესხების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების მოცულობა 4,306 მლრდ ლარს შეადგენდა. აქედან მოკლევადიანი სესხები – 218,341 მლნ; ხოლო გრძელვადიანი – 4,088 მლრდ ლარი იყო. შედარებისთვის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სამომხმარებლო სესხების მოცულობა – 3,881 მლრდ ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, თუ მიმდინარე წელს სამომხმარებლო სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი – 16,9%, 2019 წელს – 16,8% იყო. ამასთან, 1 ივლისის მდგომარეობით, მოკლევადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი – 19,9%-ს, გრძელვადიანზე კი – 16,7%-ს შეადგენს.
წყარო : bpn.ge