ადვოკატმა დაასახელა ადგილი, სადაც სავარაუდოდ, ბაჩალიაშვილს საბედისწერო შეხვედრა ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგ მისი სიკვდილი დაიგეგმა!
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, სავარაუდოდ, საკალმახე “ადმირალში” თამარ ბაჩალიაშვილს ჰქონდა შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ მისი სიკვდილი დაიგეგმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იქიდან საგამოძიებო სამსახურმა კამერის ჩანაწერები ამოიღო, თუმცა ამ ინფორმაციის საპასუხოდ, შპს “ათმა”, რომელსაც აღნიშნული საკალმახე ეკუთვნის, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული კამერები 4 წელია არ მუშაობს.
მათივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების პროცესში საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე გარკვეული საგამოძიებო სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ვიდეოკამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით მედიით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
წყარო: palitravideo.ge