გუშინ, თბილისში მშობიარობის შედეგად 41 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა კლინიკა „ჰერაში“ მოხდა. გარდაცვლილი თ. მინაშვილია.
როგორც ცნობილია, მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ტყუპები გადარჩნენ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
არსებული ინფორმაციით, კლინიკა ოფიციალური განმარტების გაკეთებას დღეს გეგმავს.
წყარო:”ნიუპოსტი”