აქვს ვინმეს ილუზია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებით რამე გამოსწორდება და შეიცვლება?!- ირაკლი დოჭვირი

ბლოგერი ირაკლი დოჭვირი  მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

 

საქართველოს ბედი არავის აღელვებს. სამშობლოს კვნესის ხარჯზე ყველა ნებისმიერი არათუ მილიონებს არამედ ერთ ლარს ტაცებს ხელს.

როგორც იმერულ ესკიზებშია: ,,ბიჭო მთელი წლის განმავლობაში რომ არ ამოგიღია ხმა ახლა რას გვეტყვი: რა სარგებლობა მოაქვს მამალს?”

ქართულო ოცნებავ, გივი ჭიჭინაძეს (და რა თქმა უნდა სხვებსაც) რა დამსახურებისთვის უშვებთ მეორე წრეზე?
ეჰ, გივი, გივი…. იმერეთში მაინც არ იყრიდე კენჭს. ბიჭო მთელი წლის განმავლობაში რომ არ ამოგიღია ხმა იმ დასაქცევ პარლამენტში ახლა რას გვეტყვი: რა სარგებლობა მოაქვს ქართულ ოცნებას?
არა ვინც ხმას იღებდა ისინი რა თქმა უნდა ჭკვიანურს არაფერს ამბობდნენ და თქვენზე უკეთესები როდი იყვნენ, მაგრამ ერთხელ შენც აგეწია ხელი და მოგეთხოვა სიტყვა. დაგეფიქსირებინა საკუთარი აზრი. აბა შესაბამის ღილაკზე თათის დაჭერა გაწვრთნილ ცხოველსაც შეუძლია.
ამის მერე აქვს ვინმეს ილუზია რომ ამ ქვეყანაში არჩევნებით რამე გამოსწორდეს და შეიცვლება?
ან ვინმეს ეჭვი ეპარება რომ გივი ჭიჭნაძე არჩევნებს ვერ მოიგებს?
გივის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ამბობენ კარგი კაცია, კარგი ადამიანიო. პატიოსანი და წესიერიო. კარგად რომ მღერის ეს ყველამ ვიცით მის მიერ შესრულებული ,,საპოვნელას” მოსმენას რა ჯობს. მაგრამ პიროვნების ეს შეფასება ხდება დღევანდელი სტანდარტებით. სინამდვილეში გივიც 5 ათასი ლარის სანაცვლოდ თავისი დუმილით ყიდის ჩვენ სამშობლოს იქნებ გაუთვითცნობიერებლად.

წყარო