Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0720 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0720 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0690 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 3 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0719 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3.6021 ლარია.

ცნობისათვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ სისტემაში საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად, დღის ბოლოს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს ადგენს.

 

“bpn”