საქართველოს რეალური მესვეურები და იდეოლოგიურად ჯანსაღი ქართველები არჩევნებზე არ დაიშვებიან- გურამ ქართველიშვილი

მწერალი, რეჟისორი და ბლოგერი გურამ ქართველიშვილი მომავალ არჩევნებს უიმედოთ ელოდება და სოციალურ ქსელში წერს:

 

დეპუტატობა გნებავთ?

დღევანდელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში თუ გნებავთ მოხვედრა და ქართველი ერის რჩეულობა, განსაკუთრებული ბიოგრაფიითაც უნდა გამოირჩეოდეთ. დაახლოებით ისეთით როგორიც წლევანდელ საარჩევნო პარტიებს და კანდიდატებს აქვთ. უნდა იყოთ მატყუარა და ანტი ქართველი ქოცი, ან ანტიქართული საქართველოს ფუძემდებელი ჯალათი ნაცი. ან მევახშე უნდა იყოთ, რომელსაც მოქალაქეთა ნახევარი ყავს გამწარებული, ან ფული უნდა გქონდეთ კუბომეტრობით ბიუჯეტიდან მოპარული და ტყავში ვეღარ უნდა ეტეოდეთ კაი ცხოვრებისგან, ან აგენტი უნდა იყოთ ჯორჯ სოროსის სპეცსამსახურში გამოზრდილი ლიბერასტი და ხელი არ უნდა აგიკანკალდეთ ქართველთ საძულველი საქმის აღსრულებაზე. დეპუტატობის კანდიდატობისთვის ასევე უპრიანია რუსული სპეცსამსახურის წევრობაც და ,,პუტიას,, წრესთან სიახლოვე. შესაძლებელია იყოთ ეროვნულიც, მაგრამ კუდი უნდა გქონდეთ გადაფსკვნილი ზემოთ ჩამოთვლილთა კუდებზე. ერთობ დიდ მხარდაჭერას მიიღებთ ასევე ახალგაზრდა ამომრჩევლისგან თუ გირჩი ხართ, მარიხუანას პირდაპირ ეთერში თესავთ სოროსის დაფინანსებით და გარყვნილების პროპაგანდაშიც გაქვთ მიღწევები. სადეპუტატო ბიოგრაფიას ასევე ამშვენებს, თუ ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვაში ხართ შემჩნეული
საქართველოს რეალური მესვეურები და იდეოლოგიურად ჯანსაღი ქართველები არჩევნებზე არ დაიშვებიან.
არადა ეს ოდნავი იუმორით დაწერილი ტექსტი სრული სიმართლეა და ეს ჩვენ ქვეყანაში ხდება ძვირფასო ქართველებო. მათით დაკომპლექტდება მომავალი პარლამენტი და მათ ქართველი ერი აირჩევს. თუ არ აირჩევს, არც რეაქცია ექნება ამ საღორეზე…

გურამ ქართველიშვილი

წყარო