რაჭაში, სტიქიის ზონის ყველა სოფელში ელექტროენერგიის მიწოდებაა აღდგენილია. გრძელდება გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან მისასვლელი გზებისა და დაზიანებული ხიდების აღდგენა.
ამ დროისათვის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი ჟამიერეთისა და გომი-ჯინჭვისის მიმართულებით.
აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალსაც ითვლიან.
7 დღის წინ ღვარცოფმა რაჭის რეგიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიით მიყენებული ზარალი დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.
“იმედინიუსი”