ვისურვებდი, ქალბატონი სანდრა პოლიტიკაში მობრუნდეს, მისი რესურსი ფასდაუდებელია- გუბაზ სანიკიძე

ვისურვებდი, რომ ქალბატონი სანდრა ქართულ პოლიტიკაში მობრუნდეს, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკძემ  ტელეკომპანია ,,მთავარის“ ეთერში განაცხადა.

 

„მისი რესურსი ძალიან სერიოზულია და ფაქტობრივად, ფასდაუდებელია. რას იზამს ვერ გეტყვით, მაგრამ ვისურვებდი, რომ მობრუნდეს,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 2016 წელს იყო.

“პრაიმტაიმი”