2020 წლის 6 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 34%-ით შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების სერვისების და ინვესტიციების მართვის კომპანიის Colliers-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ამასთან, მოცემულ პერიოდში 36%-ით შემცირდა ბაზრის ღირებულებაც.
მოცემული კვლევის მიხედვით, ბინების ტრანზაქციების შემცირებული რაოდენობა კორონავირუსისგან გამოწვეულმა კრიზისმა და რეგულაციებმა გამოიწვია.
უბნების მიხედვით ბინების რეალიზაციის შემცირების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
ისანი -64%
კრწანისი -60%
საბურთალო -44%
ბაგები -43%
ჩუღურეთი -44%
დიდი დიღომი -42%
მთაწმინდა -41%
ფონიჭალა -33%
ვაკე -34%
სამგორი -18%
ნაძალადევი -7%
გლდანი -5%
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2020 წლის ივნისში თბილისში ბინების გაყიდვების შემცირება ყველაზე ნაკლებად 5%-ით გლდანზე აისახა, მიზეზი კი გლდანში არსებული ეკონომ კლასის ბინებია, რომელიც შედარებით დაბალი ღირებულებით გამოირჩევა.
„მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე, ხოლო მეორე მხრივ, ამ შემცირებამ შესაძლოა, გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან“ – წერია კვლევაში.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე
წყარო: bpn.ge