Amazon, Apple და Google არ თვლიან, რომ ჩინეთი მათ ტექნოლოგიას იპარავდა, Facebook კი პირიქით

კორპორაციების Amazon, Apple და Google ხელმძღვანელები არ თვლიან, რომ ჩინეთის ხელისუფლება, მათგან რაიმე ტექნოლოგიას იპარავდა. ამის შესახებ ამ კომპანიების ხელმძღვანელებმა კონგრესში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადეს.

წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენებზე გამოსულ კომპანიების ხელმძღვანელებს სათითაოდ ჰკითხეს, ფიქრობენ თუ არა, რომ ჩინეთის ხელისუფლება იპარავს ტექნოლოგიებს ამერიკული ბიზნესისგან.

„არ ვიცი კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომ მათ რამე მოეპაროთ“, – განაცხადა Apple-ის თავკაცმა ტიმ კუკმა და დასძინა, რომ შეუძლია საუბარი იმაზე, რაც იცის მხოლოდ პირველწყაროდან.

„ბევრი მსმენია ამის შესახებ, თუმცა პირადად არ მინახავს“, – განაცხადა Amazon-ის თავკაცმა ჯეფ ბეზოსმა. მან განმარტა, რომ „პირადად ეს არ შეხებია“.

Google-ის დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ ასევე თქვა, რომ მისი კომპანიისთვის ტექნოლოგიის მოპარავა არ ფიქსირდება. მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ 2009 წელს იყო შემთხვევა, როცა მოხდა მის კომპანიებზე კიბერთავდასხმა პირებისგან, რომლებიც ჩინეთში იმყოფებოდნენ.

„ვფიქრობ, რომ დეტალურად არის დოკუმენტირებული, რომ ჩინეთის ხელისუფლება იპარავს ტექნოლგიებს ამერიკული კომპანიებისგან“ – ამის შესახებ უკვე Facebook-ის თავკაცმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მოპარეს თუ არა ტექნოლოგია თავად მის კომპანიას.

ოთხივე ბიზნესმენს ჰკითხეს, რა ზომების მიღება უწევს კონგრესს, რათა დაიცვას ამერიკული კომპანიები შესაძლო „აგრესიული ქმედებებისგან და ჩარევისგან“ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან და ევროპული ქვეყნებისგან. ოთხივე ხელმძღვანელმა ამაზე დუმილი არჩია.

წყარო: bpn.ge