პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე სოციალურ ქსელში წერს:
მაინტერესებს იურისტების აზრი. ამაზე შეიძლება საკონსტიტუციო დავა, რასაც ქვემოთ დავწერ?
ჯერ ასეთი შეკითხვა: იმ “ანტიდისკრიმინაციულ” კანონში არ წერია, რომ ასაკოვანი ხალხის დისკრიმინაცია არ შეიძლება თუ მაინცდამაინც უკანალი უნდა იყოს მიცემული, რომ ადამიანი დისკრიმინირებულად ჩაითვალოს?
ასე მაგალითად, დღეს როდესაც ბანკში იყო ახლობელი, ინდმეწარმე, თვითდასაქმებული, 68 წლის კაცი, რომელიც ბიუჯეტშიც იხდის ფულს, რატომ ეუბნება ცხონებული ვლადიმერ პატეიშვილის მიერ აწყობილი და მისთვის წართმეული საქართველოს ბანკი • Bank of Georgia უარს ასაკობრივი ნიშნით – 68 წლის ბრძანდებით და საკრედიტო ბარათს ვერ დაგიმტკიცებთო?!
თუკი ადამიანი თვითდასაქმებულია და ბიუჯეტში შეაქვს ფული, რა უფლებით უხსენებენ მას ასაკს?? არასრულწლოვანია? თუ ასაკი ნაკლად ითვლება ამ გათახსირებულ ქვეყანაში, ხომ? ასევეა, როცა ასაკოვან ადამიანს დაზღვევაზე ეუბნებიან უარს. მე ვარ მომსწრე, ამ რამდენიმე წლის წინ, 70 წელს მიღწეული (თუ ოდნავ გადაშორებული, არ მახსოვს) ქალბატონი შვეიცარიაში მიდიოდა შვილთან და სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა “ალდაგმა” – თქვენი ასაკის ქალბატონს ვერ დავაზღვევთო… დაზღვევის გარეშე კი ვიზას ვერ მიიღებდა (შვეიცარიაში მაშინ ვიზა იყო საჭირო).
მინდა საქმიანი დავრჩე და არ შევიგინები. თორემ ვის შევაგინებდი ახლა, რომელ შუშის სასახლეზე დავხატავდი დიდი სიამოვნებით სამასოიან სიტყვას, მიხვდებით ალბათ. არანაირი განსხვავება სააკაშვილ-ბენდუქიძის ანტიადამიანური და ანტიხალხური მიდგომებისაგან.
დაბოლოს, ისევ: არის თუ არა ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე გასაჩივრებადი?!