არასამთავრობო როგანიზაციამ ივლისში მოსახლეობის შესაძლო მოსყიდვის რვ ფაქტი დააფიქსირა და ამას ორგანიზაციამ უკვე „წინასაარჩევნო კამპანიის ტენდენცია“ უწოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლია არჩევნებისა და დემოკრტიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ამა წლის ივლისშიწინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დააფიქსირა ისეთი დარღვევები, როგორიცაა მუქარა, მოსახლეობის მოსყიდვა და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება. ამ ეტაპზე წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა, და აქედან გამომდინარე, არ ამოქმედებულა ამ კამპანიის პერიოდში მოქმედი შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ამომრჩევლის დასაჩუქრებაზე და ა.შ.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდვების შესაძლო დარღვევის ფაქტებს აღრიცხავს დაანგარიშს ყოველთვიურად წარმოადგენს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ივლისში მოსახლეობის შესაძლო მოსყიდვის რვა ფაქტი დაფიქსირდა. ამას ორგანიზაციამ უკვე უწოდა „წინასაარჩევნო კამპანიის ტენდენცია“. ამასთან, ამ შესაძლო მოსყიდვაში მონაწილეობდნენ როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ისე ოპოზიციური პარტიები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“.
მოსყიდვაში არასამთავრობო ორგანიზაცია გულისხმობს პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის პროდუქტების, ტანსაცმლისა და მედიკამენტების გადაცემას. ორგანიზაციამ ამ ჩამონათვალში ჩართო ასევე წყალდიდობისგან დაზარალებულ რაჭაში დახმარება და საქველმოქმედო აქცია ხანდაზმულთა სახლში.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე გამოავლინა შესაძლო მუქარებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო ხუთი შემთხვევა, ასევე პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების ორი ფაქტი.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ფაქტების 99% რეგიონებში მოხდა და ჰქონდა ლოკალური ხასიათი.
არჩევნების ციებ–ცხელება: გუბერნატორები თანამდებობებს ტოვებენ>>
წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ორგანიზაციამ, ანგარიშის შედეგებით, ჯერჯერობით პარტიებს ურჩია, თავი შეიკავონ ქველმოქმედებისა და საჩუქრებისგან, ხოლო რეგიონულ ხელისუფლებებს მოუწოდა, დაიცვან ნეოტრალიტეტი დახმარების გამოყოფის, საკადრო გადაადგილებებისა და ახალი კადრების დანიშვნის დროს.