ჟურნალისტი შორენა გონგლაძე სოციალურ ქსელში წერს:
მოკლედ, სპეცრეისით ვიმყოფებოდი ვაკეში, უკვე ლეგენდად ქცეული, ძლივსდამთავრებული, რეაბილიტირებული ჭავჭავაძის სანახავად. უკვე ათასჯერ გაგონილი ათასმეერთედ საკუთარი თვალით ვნახე და ყოველგვარი შელამაზების გარეშე გეტყვით რა ვნახე ვაკეში, დავიწყოთ:
1 ძალიან ლამაზად გაკეთებული და დახაზული გზები.
2 დაბალი სიჩქარით მოძრავი, ერთ ზოლში ჩამდგარი მანქანების ნაკადი. (ამას როგორც მივხვდი ზოგი საცობს ეძახის, არანაირი საცობი! ვაზუსტებ, ამ დროს იყო საღამოს 8 საათი)
3 ყველა მეორეხარისხოვანი გზა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს უერთდება ყველგან დაყენებულია შუქნიშანი (აქამდე ყოველ ასეთ ადგილზე გავლისას შეგრძნება მქონდა რომ საიდანღაც დიდი სიჩქარით გამოვარდნილი მანქანა მიმსხვერპლებდა) ეს ფობია წარსულს ჩაბარდა.
4 და ყველაზე მთავარი, რაზეც კაი ხანია ქილიკი მესმის – ავტობუსის ორმხრივი გაჩერებები. ამ დროს იცით რა გამახსენდა? პირველი მატარებელი, ცეცხლითა და მახვილით რომ უხდებოდათ მსოფლიო ნოვატორებს ლიანდაგის დაგება და პირველი ორთქლმავალის დანახვისას ადამიანების ემოციები. დაახლოვებით ასეთ მდგომარეობაში ვართ, „მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია“ – ს პრინციპით ვეწინააღმდეგებით ცივილიზაციას და ნოვაციებს. თუმცა ერთი პატარა „ჩეპე“ უნდა ვაღიარო, რუსთაველზე წამომსვლელ ავტობუსს მეორე მხარეს ველოდებოდი
რა არის „ცუდი“
1 ვაკეში ვეღარ ნახავთ მაღალი სიჩქარით მოგონკავე მანქანებს, მოტოციკლების გამაყრუებელ ბღუილს და გაკეთებულ სახიფათო მანევრებს, ავტობუსების წინ გაჩხერილ ტაქსებს და ამის გამო გაჩენილ საცობებს, გაბმულ სიგნალს გინების თანხლებით.
რჩევა მათთვის ვისაც ადამიანური სიჩქარით მოძრავ მანქანებზე ნერვები არ ყოფნის: გადმობრძანდით მანქანებიდან, ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დაიცავით საკუთარი ჯანმრთელობა ზედმეტი სტრესისგან და გარემო დაბინძურებისგან. რაც ნაკლები მანქანა იმოძრავებს მით უკეთესი; აი ეს მინდოდა მეთქვა. ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვით თავგადადებულ ოპოზიციას კი ვურჩებ ამ იდიოტობაზე ხავილს შეეშვას და სახავლ თემებს იმდენს ჩავაწვდი რამდენიც უნდათ.