მსოფლიო Facebook-მა ტრამპის “პოსტი” წაშალა, Twitter-მა კი მისი გვერდი დაბლოკა

Facebook-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “პოსტი” პირველად წაშალა. ის კორონავირუსს შეეხებოდა.

წაშლილი “პოსტი” შეიცავდა Fox News-თვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელშიც ტრამპი ამბობს, რომ “კოვიდ-19” ბავშვებში თითქმის არ ვრცელდება. “Facebook-მა მოქმედი პრეზიდენტის “პოსტი” პირველად წაშალა, ”კოვიდ-19″-თან დაკავშირებით უზუსტო ინფორმაციის გამო”.

ამავე ვიდეოს გამო, მოგვიანებით, ტრამპის გვერდი Twitter-მაც დაბლოკა.

წყარო: report.ge