ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით

ყველა საერთაშორისო კვლევებით, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით,ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობის ძირითადი პრინციპი რესურსების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება იქნება.

„როგორც ნათელია და როგორც ჩანს, ყველა საერთაშორისო კვლევებით, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი. ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით. ძირითადი პრინციპი იქნება ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გონივრული და რა თქმა უნდა, სამართლიანი გადანაწილება, როგორც აქამდე ვაკეთებდით“, – განაცხადა გახარიამ.

 

“იმედინიუსი”