ისტორიული შენობების გადაადგილება მოსკოვში

მოსკოვში განახლდა ისტორიული შენობების გადაადგილება მათი შენარჩუნების მიზნით, როდესაც ახალი მშენებლობები ხორციელდება. 2018 წელს მოსკოვის მერიის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, 100 მეტრით იქნას გადატანილი 1897 წელს აშენებული წყლის საქაჩი კოშკი, ასევე 1898-1899 წლების კიდევ ორი კორპუსის ფასადი. ეს ისტორიული შენობები ინტეგრირებულ იქნებიან, როგორც ოფისები, ახალი ტექნოპარკის კომპლექსში, სადაც ასევე იარსებებს კულტურული და სამუზეუმო სივრცე. გადატანის პროცესი მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

შენობების გადაადგილება განსაკუთრებით პოპულარული იყო გასული საუკუნის 30-იანი-40-იანი წლების მოსკოვში. მაშინ შენობებს ხშირად მცხოვრებლებიანად გადააადგილებდნენ. ბოლოს ასეთი გადაადგილება მოსკოვში 1979 წელს მოხდა.

ქვემოთ, ვიდეოზე ასახულია წყლის საქაჩი შენობის გადაადგილების დაწყება: