გერმანელი ჟურნალისტები ავიამგზავრებს, რომლებიც თვითმფრინავში ჩხუბის დაწყებას აპირებენ, ურჩევენ, ავიაკომპანია KLM–ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე სამედიცინო პირბადის გამო მომხდარი შეხლა–შემოხლის შემდეგ, De Speld–ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, რეკომენდაციები მისცენ ავიამგზავრებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იჩხუბონ კორონავირუსის პანდემიის პირობებში თვითმფრინავში, წერს გამოცემა De Speld–ი.
ჟურნალისტები მგზავრებს, უპირველეს ყოვლისა, ურჩევენ „პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მოწინააღმდეგის შერჩევას“, ვინაიდან გამორიცხული არ არის, რომ ისინი საბოლოოდ ერთად მოხვდნენ კარანტინში.
გარდა ამისა, ჟურნალისტები მგზავრებს აფრთხილებენ, რომ ჩხუბის დაწყებამდე აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა დაიბანონ ხელები, თუმცა მაინც სასურველია, რომ დასარტმელად იდაყვები ან ახლომდებარე საგნები გამოიყენონ — დამატებითი კონტაქტების თავიდან ასაცილებლად.
სტატიის ავტორები მგზავრებს განსაკუთრებულად შეახსენებენ დაპირისპირებისას კბენის საშიშროებას.
„უნდა ვაღიაროთ, რომ თვითმფრინავებში ჩხუბი ის აღარაა, რაც პანდემიამდე იყო. მაგალითად, ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე არ დაკბინოთ“, — წერს გამოცემა.
ამასთან პუბლიკაციის ავტორები მოჩხუბარ მგზავრებს ურჩევენ, აუცილებლად ჩაიწერონ სხვა მგზავრების საკონტაქტო ინფორმაცია, რათა COVID-19–ის ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მათი გაფრთხილება იყოს შესაძლებელი.
“სპუტნიკი”