რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ (МЧС) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული გეგმის განხორციელება დაიწყო მეტად ოპერატიულად, როგორც ეს რუსეთის ამ სახელგანთქმულ სახელმწიფო სტრუქტურას სჩვევია.
ამ მომენტისათვის ლიბანის დედაქალაქში უკვე ორი თვითმფრინავი “სუხოი” დაეშვა, რომელთა ბორტზეა მობილური ჰოსპიტალი სხვადასხვა საჭირო აპარატურითა და მედიკამენტებით, და, რაც მთავარია, სამინისტროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, სამხედრო ექიმებით. არის ასევე აღჭურვილობა “კოვიდ”-ის დიაგნოსტიცირებისა და მისგან თავდასაცავად.
საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო კიდევ სამი ასეთი სუპერ-ჯეტის გაგზავნას გეგმავს ბეირუტში. რუსეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში, ვინც ლიბანს ასეთი დახმარება შესთავაზა და უკვე დაიწყო კიდეც მისი განხორციელება.
შეგახსენებთ, ბეირუტის პორტში 4 აგვისტოს მოხდა უდიდესი ძალის აფეთქება. აფეთქდა ამიაკის ნიტრატი, რომელიც დიდი რაოდენობით იყო ამოღებული კონფისკაციის შედეგად. “წითელი ჯვრის” მონაცემებით, დაღუპულია დაახლოებით 100 კაცი, რამდენიმე ათასი ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად გამოწვეული ტალღის დამანგრეველი ძალისაგან.