აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ უნივერსალური ვაქცინა ერთ-ერთი გაკვეთილია, რომელიც Covid-19-ის პანდემიისგან უნდა ვისწავლოთ.
ენტონი ფაუჩის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი პანდემიისათვის მომზადება უნივერსალური ვაქცინის შექმნის გზით, რომელსაც ყველა კორონავირუსის მიმართ თვისებები ექნება.
„ეს ის გაკვეთილია, რომელიც გრიპთან ერთად ვისწავლეთ, რის გამოც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ვქმნით. და ჩვენ ვაპირებთ იგივე გავაკეთოთ კორონავირუსების შემთხვევაში“, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.
ენტონი ფაუჩიმ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მიმდინარე კრიზისის კოლექტიურ მეხსიერებას შეინარჩუნებს, როდესაც მომავალში პანდემიასთან გასამკლავებლად რესურსების განაწილების დრო დადგება.
„სირცხვილი ჩვენ, თუ კორონავირუსის პანდემიის შემდეგი აფეთქებისთვის მზად არ ვიქნებით“, – დასძინა მან.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 4 785 528 შემთხვევა დადასტურდა, 157 186 ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო 1 528 979 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
“იმედინიუსი”