მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან ავიამიმოსვლა აღდგა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა შესამჩნევად არ გაზრდილა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მიუნხენთან, პარიზთან, ვენასთან და კიდევ რამოდენიმე ქალაქთან, ზღვაში წვეთია თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს ქუჩებში პირველი უცხოელი ტურისტები უკვე გამოჩნდნენ.
“აიპრესი”