500კგ კოკაინით დატვირთული თვითმფრინავი პაპუა-ახალ გვინეაში აფრენისას ჩამოვარდა

500 კილოგრამით დატვირთული თვითმფრინავი, რომელიც ავსტრალიაში აპირებდა გაფრენას, აფრენისას ჩამოვარდა.

 

პირველ აგვისტოს პოლიციის განცხადებით, გამოავლინეს მელბურნში არსებული დანაშაულებრივი სინდიკატი, რის შედეგადაც ქუინსლენდში და ვიქტორიაში 5 მამაკაცი დააკავეს, რომლებსაც სავარაუდოდ იტალიურ მაფიასთან აქვთ კავშირი.

Cessna-ს თვითმფრინავი მაშინ დაეშვა, როდესაც 26 ივლისს პაპუა-ახალ გვინეაში თვითმფრინავის დასაჯდომი მოედნიდან გაფრენას ცდილობდა.

ავსტრალიის ფედერალური პოლიციის განცხადებით, სინდიკატის საქმიანობაში სიხარბემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ისინი არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავში ტვირთის წონამ თვითმფრინავის აფრენის შესაძლებლობაზე იქონია გავლენა.

დაკავებულ 5 კაცს ბრალი წარედგინათ 500 კილოგრამი კოკაინის იმპორტის მცდელობისთვის. მათ ასევე სხვა ბრალდებებიც წაუყენეს. თუ ისინი დამნაშავეებად ცნეს, მათ მაქსიმუმ სამუდამო პატიმრობა ელით.

ოფიციალური პირების თქმით, თვითმფრინავი პაპუა-ახალ გვინეაში ქუინსლენდის ჩრდილოეთით პატარა ქალაქიდან, მარეებადან ჩაფრინდა. თვითმფრინავი დაახლოებით 900 მეტრზე დაფრინავდა, რათა რადარებს არ დაეფიქსირებინათ.

კოკაინი 31 ივლისს იპოვეს, რომლის ღირებულებაა 57$ აშშ დოლარი.

“ტაბულა”