“ორი კვირის უკან ხელი ვთხოვე და მან თქვა – კი. ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ მსოფლიოში. გპირდები, რომ საუკეთესო ქმარი და ერთ დღეს საუკეთესო მამა ვიქნები. მიყვარხარ საყვარელო,“ – დევიდ და ვიქტორია ბექჰემებისუფროსმა ვაჟმა, 21 წლის ბრუკლინმა ცოლის შერთვა გადაწყვიტა და საყვარელ გოგონას, მოდელ ნიკოლა პულცს ხელი სთხოვა.
ნიკოლა პულცი 25 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობია. ბეკჰემების სარძლო მილიონერ ნელსონ პულცისა და მოდელ კლაუდია ჯეფნერის ქალიშვილია. ბეკჰემების ოჯახის მსგავსად, მასაც დიდი ოჯახი აქვს. ჰყავს ერთი და და ექვსი ძმა.
ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს, თუ ვინ იზრუნებს პატარძლის კაბაზე და შეიკერება თუ არა ის ვიქტორია ბეკჰემის დიზაინით.
წყარო: wedder.ge