“არ დავიზაროთ და თუნდაც ქართველობის 1% (30 ათასი კაცი) მაინც დავდგეთ ღირსეულად. რასაც გააყალბებენ, მაგასაც ვანახვებთ!”- ლევან ჩაჩუა

“ქართული იდეას” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა სოციალურ ქსელში არჩევნების თემას ეხმაურება და გზავნილს ავრცელებს:

 

მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო ნიჰილისტურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც ზოგი საკუთარი უსუსურობითა და სიზარმაცით, ზოგიც შეგნებულად და სხვათა დავალებით წერენ სოციალურ ქსელებში, რომ არაფერს აღარ აქვს აზრი, რომ არჩევნები მაინც გაყალბდება, წინ უარესი გველის და ა.შ…
ჯერ ერთი ამ პესიმიზმით ისინი სხვასაც აავადებენ და ამით, პრაქტიკულად, “ლიბერალების” საქმე კეთდება; მეორე – ჩვენც ვიცით, რომ არჩევნებში გაყალბების დიდი ალბათობაა, მაგრამ განა სხვა გზა არსებობს დღევანდელ ვითარებაში?! თქვან აბა გამოსავალი !!!
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის შეგროვებული პოლიტ-აჯაფსანდალის მოსაყვანად რომ გადავდეთ თავი და ვიბრძოლეთ, მაშინ არ იყო გაყალბების დიდი ალბათობა?! თუ, მიშას დემოკრატიის იმედი ჰქონდა ზოგ-ზოგიერთს?!
როგორც უნდა სდომოდათ სააკაშვილსა და მის უცხოელ ლობისტებს არჩევნების გაყალბება, ისინი დარწმუნდნენ, რომ ამას ქართველი ხალხი არ შეეგუებოდა! ამიტომაც გაუწიეს ანგარიში ერისა და ბერის ერთობას.
დღეს უფრო მეტად გვმართებს მობილიზება, რადგან ყველა მოაზროვნე მიხვდა, რომ “ოცნებაც” და “ნაცმოძრაობაც” გარედან მართული ერთი სისტემის ორი მხარე ყოფილა, რომლებისგანაც აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ.
არ დავიზაროთ და თუნდაც ქართველობის 1% (30 ათასი კაცი) მაინც დავდგეთ ღირსეულად. რასაც გააყალბებენ, მაგასაც ვანახვებთ!

უიმედო და ხელჩაქნეული საზოგადოება საუკეთესო ნიადაგია ლიბერალური ფაშიზმისთვის, რაც, სამწუხაროდ, უკვე სამი ათწლეულია, ფეხს იდგამს საქართველოში.
ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია, რაც შეიძლება მეტი ეროვნულ-ეკლესიური ადამიანი შევიდეს პარლამენტში.

წყარო