დავით ბაქრაძის განცხადებით ქვეყნის მთავარი ღირებულებების დასაცავად საჭიროა მთელი საზოგადოების გაერთიანება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ აუცილებელია რომ ქართველებმა, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ. დარწმუნებული ვარ საქართველო იქნება გამთლიანებული, ერთიანი, დაცული და ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე „ევროპული სქართველოს“ ლიდერები სერგი კაპანაძე, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და პარტიის წევრები იმყოფებოდნენ.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.
“იმედი”