ჩვენ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა შევქმენით, შემდეგ კი ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპმა კორონავირუსის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებაში ჩინეთს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი.
მისი თქმით, ოფიციალურმა პეკინმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დროულად არ გაასაჯაროვა.
„ეს ყველაფერი მათი არაკომპეტენტურობის გამო მოხდა. შედეგად კი ვირუსი აშშ-ში, ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში გავრცელდა. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
“ინტერპრესნიუსი”