ეს უნდა იყოს დღე, როცა მთელი სახელმწიფო არის ერთიანი ამ მარტივ პოზიციაში, რომ რუსეთი საქართველოს მტერია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველას მყარად უნდა ახსოვდეს ამ დღეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი რა არის.
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” წლების განმავლობაში ამ დღეს იყენებს პარტიული ინტერესებისა და სახელმწიფოს დადანაშაულებისთვის, რაც აბსოლუტურად დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგადად მათი მიდგომაა არააქტიურად ჩართვა პარტნიორების ამ ოკუპაციის დასრულებაში და ცდილობენ მიაჩუმონ ეს საკითხი”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
“აიპიენი”