იცნობდეთ “გმირს”, ვისი მოწადინებითაც აფხაზებთან დაწყებული მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა!

ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები საქართველოს სუვერენიტეტს ფეხქვეშ თელავენ, ჩვენს ქვეყანას თავს ახვევენ კოლონიალიზმს – გვინდა თუ არა, “ფრონტერამ” უნდა გვიხმაროს, გვინდა თუ არა, ციხიდან დამნაშავეები უნდა გამოვუშვათ, გვინდა თუ არა, მომავალ პარლამენტში “ნაცები” და მათი ფილიალები უნდა დომინირებდნენ… კიდევ ბევრი “გვინდა თუ არა” არსებობს.

სურათზე: სენატორი კენტუკის შტატიდან – მიჩ მაკკონელი (Mitch McConnell)

 

მაგრამ ამერიკელი კანონმდებლების სახელით ჩვენს ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ფორმით ჩარევა ახლა არ დაწყებულა. ამას ბევრად უფრო ღრმა ფესვები აქვს. ერთ-ერთი სენატორის აქტიური “მოღვაწეობის” შედეგია ის, რომ 1997 წელს აფხაზებთან დაწყებული დიალოგის პროცესი მალევე ჩაიშალა.

შეგახსენებთ მხოლოდ ფაქტებს. 1997 წლის აგვისტოს ქრონიკა:

“14 აგვისტოს თბილისს სამუშაო ვიზიტად ეწვია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი. მასთან ერთად, აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებიდან გასული ხუთი წლის მანზილზე პორველად საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა ვლადისლავ არძინბა. იმავე დღეს მთავრობის რეზიდენციაში სტუმრები მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. იქვე, რეზიდენციაში დაიწყო მოლაპარაკება აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე. მოლაპარაკებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ვაჟა ლორთქიფანიძე და სხვა ოფიციალური პირნი. აფხაზთა მხრიდან – სერგეი შამბა და ანრი ჯერგენია.

მოლაპარაკების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ცალ-ცალკე, პირისპირ შეხვდა ვლადისლავ არძინბასა და ევგენი პრიმაკოვს. პარალელურად გაიმართა დელეგაციებს შორის როგორც ორმხრივი, ისე სამმხრივი დაძაბული და ინტენსიური კონსულტაციები.

გვიან საღამოს, თითქმის ცხრასაათიანი დაძაბული და ინტენსიური მოლაპარაკების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და აფხაზთა ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ მოკლე განცხადებები გააკეთეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მოლაპარაკება ღამეც გაგრძელდება, 15 აგვისტოს კი მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებულ განცხადებას.

„მიმაჩნია, რომ ჩვენი ხალხების ცხოვრებაში ძნელბედობის ჟამს ეს დიდი მოვლენაა. ჩვენი საუბარი სრულიად გულახდილი, პატიოსანი და სასარგებლო იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა.

„ჩვენ ჩამოვედით ჩვენი ისტორიის ძალზე მნიშვნელოვან, პასუხსაგებ და მძიმე დღეს. ჩამოვედით იმისათვის, რომ ბოლო მოვუღოთ კონფრონტაციას და მოვძებნოთ ურთიერთგაგების გზები. ამ თვალსაზრისით აქ გამართული საუბრები და მოლაპარაკებები გარკვეულ ოპტიმიზმს გვინერგავს“, – განაცხადა ვლადისლავ არძინბამ.

14 აგვისტო – ხუთი გრძელი წელიწადია, ეს თარიღი სრულიად საქართველოს ცნობიერებაში მოძმე ქართველთა და აფხაზთა შორის სისხლიანი დაპირისპირების დაწყებასთან არის დაკავშირებული.

ის, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს ტრაგედიიდან ზუსტად ხუთი წლისთავზე მოხდა, არათუ შემთხვევითი მოვლენაა, არამედ ყველაზე ძლიერი და მტკიცე ლოგიკის – სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ლოგიკის შედეგია. „ჩამოვედით, რათა ბოლო მოვუღოთ კონფრონტაციას“, – ეს სიტყვები ვლადისლავ არძინბამ სწორედ საქართველოს დედაქალაქში, სწორედ 14 აგვისტოს წარმოთქვა.

იქნებ, მართლაც დაიწყოს დასასრული”…

მაგრამ ამ უმნიშვნელოვანეს დიპლომატიურ ინიციატივას, რომელიც რუსეთმა აიღო თავის თავზე და აფხაზები ქართველებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაუსვა, რეალიზაცია არ ეწერა – საქმეში ჩაერია “მეგობარი” და “სტრატეგიული პარტნიორი” ამერიკის შეერთებული შტატები:

აშშ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დაუყოვნებლივ გამოუგზავნა წერილი ედუარდ შევარდნაძეს, რომელშიც თითქოს მხარი დაუჭირა მის მცდელობებს, კონფლიქტი დაერეგულირებინა რუსეთის დახმარებით: „გაერომ, რომელიც უნდა დაეყრდნოს რუსეთის შემდგომ ძალისხმევას, ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს სამშვიდობო პროცესში. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ ელცინის 1 აგვისტოს განცხადება აფხაზეთის თაობაზე შეიცავს პრინციპებს, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, ჭეშმარიტი პროგრესის საფუძვლად გამოდგება“. ამასთან კლინტონი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მოითხოვოს კონფლიქტის ზონიდან დსთ-ს სამშვიდობო ძალების გაყვანა – იტყობინებოდა შევარდნაძის პრესსამსახური… როგორც ხედავთ, კლინტონის წერილში ძალზე ეშმაკურადაა მინიშნებული გაეროს ცენტრალურ როლზე, თან რუსეთის როლის პირდაპირი უარყოფის გარეშე.

ამ დროს კი თბილისში უკვე იმყოფებოდა ამერიკელი სენატორი მიჩ მაკკონელი, რომელიც ასევე მიიღო პრეზიდენტმა შევარდნაძემ. მაკკონელმა მოინახულა ზუგდიდი, სადაც „ამ რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებით დაინტერესდა“ – იუწყება 1997 წლის 16 აგვისტოს „საქართველოს რესპუბლიკა“. შემდეგ გაზეთი განაგრძობს: „ამერიკელი სენატორის განცხადებით, იგი მხარს უჭერს აფხაზეთში საერთასორისო სამშვიდობო ძალების განლაგებას, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს. იმისათვის, რომ აფხაზეთში დსთ სამშვიდობო ძალებად წოდებული რუსეთის შენაერთები, საერთაშორისო ძალებით შეიცვალოს, საჭიროა საქართველოს პრეზიდენტმა ამ სურვილით აშშ მთავრობას მიმართოს, რომელიც, როგორც ირკვევა, მზად არის, მხარი დაუჭიროს კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და მის ნაცვლად საერთაშორისო ძალების შემოყვანას“.

სტოპ! მიაქციეთ ყურადღება – მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ქართულ და აფხაზურ დელეგაციებს, ლიდერებს შორის, რის მიღწევაც რუსეთის გარეშე შეუძლებელი იყო (და დღესაც შეუძლებელია!), ამ დროს კი ვიღაც სენატორი მაკკონელი წყალს ამღვრევს და, ფაქტობრივად, მოუწოდებს საქართველოს, მოითხოვოს რუსეთის სამშვიდობი ჯარის გაყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან! პროვოკაცია და მეტია ეს – თავხედობა, რომელიც, სამწუხაროდ, ამერიკელებს მაშინაც გაუვიდათ!

თბილისში გამართული სენსაციური მოლაპარაკებები მოლაპარაკებებად დარჩა და შევარდნაძის მხრიდან ამ პროცესს გაგრძელება აღარ მოჰყოლია. შევარდნაძემ, პირიქით, რამდენიმე დღეში დაიწყო ანტირუსული პოლიტიკის ღიად გატარება: დაამყარა პირდაპირი კავშირები ჩეჩნეთის აჯანყებულთა ლიდერთან, ასლან მასხადოვთან, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და რიხიანი განცხადებები გააკეთა (ვიდეო იხ. აქ). შემდეგ, რუსი სამხედროების ნდობით აღჭურვილი თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე გადააყენა და მალევე გამოაცხადა, რომ საქართველო “ნატოს კარზე მიაკაკუნებს”…

როგორც ხედავთ, “გმირი” მიჩ მაკკონელის მცდელობებმა თავისი ბოროტი ნაყოფი გამოიღო – რუსეთის დახმარებით აფხაზებთან ღირსეული მოკაპარაკების ნაცვლად, საქართველომ მიიღო კონფრონტაცია და დაძაბულობა ყველა მიმართულებით, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით.