ლიბანის 50 000-ზე მეტი მოქალაქე პეტიციით ითხოვს, მომდევნო 10 წლით ლიბანი საფრანგეთის კონტროლის ქვეშ გადავიდეს

ლიბანის 50 000-ზე მეტი მოქალაქე პეტიციით ითხოვს, რომ მომდევნო 10 წლით ლიბანი საფრანგეთის კონტროლის ქვეშ გადავიდეს.

 

ვებგვერდ „ავააზზე“ გამოქვეყნებულ პეტიციაში ლიბანის მოქალაქეები ფრანგული მანდატის დაწესებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის თვალსაზრისით სრული უუნარობა აჩვენეს.

„წარუმატებელი სისტემის, კორუფციის, ტერორიზმისა და მილიციის საშუალებით ქვეყანამ ახლახანს ბოლო სუნთქვას მიაღწია. ჩვენ გვჯერა, რომ ლიბანი უნდა დაუბრუნდეს საფრანგეთის მანდატს, რათა შეიქმნას სუფთა და გამძლე მმართველობა“, – ნათქვამია ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ შექმნილ პეტიციაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ ლიბანში ჩავიდა. მაკრონი ლიბანს დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლიბანზე საფრანგეთის მანდატი 1920-1945 წლებში ვრცელდებოდა.

“1 არხი”