ქართული ღვინო ლატვიაში

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ დეგუსტაციაზე საკუთარი პროდუქცია 70-მდე ღვინის ქართულმა კომპანიამ წარადგინა.

 ქართული ღვინოები ლატვიაში პოპულარულობის მოპოვებას აგრძელებს – ამჯერად მათ გაყიდვებისა და პრესის დაახლოებით 50 წარმომადგენელი ეცნობოდა.

„ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციისთვის”: ღვინის ხარისხს ახალი პარამეტრებით შეამოწმებენ>>

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ლატვიურ მარკეტინგულ კომპანია Tribe International-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დაახლოებით ერთი თვეა, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ქართული ღვინის დეგუსტაციების ციკლი იმართება, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინო ანჯერად გაყიდვების სფეროსა და პრესის 50-მდე წარმომადგენელს წარედგინა.

ქართული ღვინის დეგუსტაცია

დეგუსტაციებზე თავისი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 70-მდე კომპანიამ წარადგინა.

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ – ასე ეწოდება ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას, რომელმაც ლატვიაში სტარტი  6 ივლისს აიღო.

ქართული ღვინოებისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივმა ტელეკომპანიებმა თავიანთ ეთერში ვიდეოკლიპები განათავსეს, ხოლო მედიაპლატფორმებზე ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გვერდები შექმნეს.

მთავრობის ხელშეწყობით ქართული ღვინო სტრატეგიულ ბაზრებზე სულ უფრო ვითარდება ახალი ონლაინ–პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით. ასეთი ზომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური პანდემიის ფონზე, რომელმაც ქართული ღვინის მრეწველობას ზარალი მიაყენა – ექსპორტმა იკლო,  ხოლო ტურისტული სექტორის კრიზისმა მკვეთრად შეამცირა გაყიდვები ქვეყნის შიგნით.

“სპუტნიკი”