საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილები, ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, რომელსაც 18 წელი ჯერ არ შესრულებიათ, ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვების ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება.
„ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლის ჩათვლით ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლის ჩათვლით ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 18 წლამდე ასაკის სულ 880 357 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, მათთვის ერთჯერადი სოციალური დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტს 176 071 000 მლნ ლარი დაუჯდება. (შენიშვნა: ეს ციფრი პროგრამის ამოქმედების პერიოდში მცირედით შეიცვლება, რადგან იმ პერიოდში ზოგიერთი უკვე 18 წლის იქნება, ამასთან, ამ კატეგორიას ახალდაბადებული ბავშვებიც მიემატებიან).
წყარო: bpn.ge