ვინ ფლობს ბანკებს საქართველოში

 

ანგარიშგების თანახმად, საბანკო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში მომგებიან სფეროდ ითვლებოდა, 1-ელი კვარტლის მსგავსად, მე-2 კვარტალშიც ზარალზე გავიდა. რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.

ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის მე-2 კვარტალში მოგება ვერ მიიღო ორმა დიდმა ბანკმა – „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. კერძოდ, „თიბისის“ ზარალმა საანგარიშო პერიოდში – 156 415 387 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ – 292 056 328 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-2 კვარტლის მონაცემებით, 157 163 992 ლარის ოდენობის ზარალი ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ – 231 705 253 ლარი შეადგინა. 15 კომერციული ბანკიდან გამონაკლისი იყო მხოლოდ „სილქ როუდ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებაც საანგარიშო პერიოდში – 253,512 ლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ ვის ეკუთვნის საქართველოში კომერციული ბანკები. კერძოდ, გთავაზობთ, ბანკის იმ ბენეფიციარების ჩამონათვალს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

„საქართველოს ბანკი“

  • Georgia Capital JSC – 19.90%.

„ბაზისბანკი“

  • მი ენხვა – 91,5615%;
  • მი ზაიქი – 6,9155%.

„სილქროუდ ბანკი“

  • სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) – 100%;
  • გიორგი რამიშვილი – 61,90%;
  • ალექსი თოფურია – 28,58%;
  • დევიდ ფრანც ბორგერი – 9,52%.

„კრედო ბანკი“

  • CDC Group PLC (UK) – 7,12%;
  • European Investment Bank (Luxembourg) – 7,12%;
  • International Finance Corporation (USA) – 8,96%;
  • Kreditanstalt f r Wiederaufbau (Germany) – 7,65%;
  • LFS Advisory GmbH (Germany) – 14,31%;
  • Dr. Bernd Zattler (Germany) – 8,59%;
  • Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) – 6,75%.

„ბანკი ქართუ“

  • უტა ივანიშვილი – 100%.

„ფინკა ბანკი“

  • FINCA International – 62.93%;
  • International Finance Corporation – 14.27%;
  • KfW – 8.87%;
  • FMO (Nederlandse Financierings Maatschappij voor Ontwikkelingslanden N.V) – 7.25%.

„ხალიკ ბანკი საქართველო“

  • ტიმურ ყულიბაევი – 32,3%;
  • დინარა ყულიბაევა – 32,3%.

„იშ ბანკი საქართველო“

  • თურქეთის იშ ბანკის საპენსიო ფონდი – 37,52%;
  • თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია – 28,09%.

„ტერა ბანკი“

  • შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი – 45%;
  • შეიხი ჰამდან ბინ ზაიედ ალნეჰაიენი – 20%;
  • შეიხი მანსურ ბინზაიედ ბინსულტან ალ ნაჰიანი – 15%;
  • შეიხი მოჰამედ ბუტი ალჰამედი – 15%;
  • შ.პ.ს. “ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპ”- 5%.

„ლიბერთი ბანკი“

  • ირაკლი ოთარ რუხაძე – 30,662%;
  • ბენჯამინ ალბერტ მარსონი – 30,662%;
  • იგორ ალექსეევი – 30,662%.

„პაშა ბანკი“

  • არიფ პაშაევი – 19%;
  • არზუ ალიევა – 37,50%;
  • ლეილა ალიევა – 37,50%;
  • მირ ჯამალ პაშაევი – 6%.

„პროკრედიტ ბანკი“

  • Zeitinger Invest GmbH – 17%;
  • KfW – Kreditanstalt für Wiederaufbau – 13,2%;
  • DOEN Participaties BV – 12,5%;
  • IFC – International Finance Corporation – 10%;
  • TIAA-Teachers Insurance and Annuity Association – 8,6%.

„თიბისი ბანკი“

  • მამუკა ხაზარაძე – 8,62%;
  • ბადრი ჯაფარიძე – 5,99%;
  • European Bank for Reconstruction and Development – 8,03%;
  • JPMorgan Asset Management – 5,52%;
  • Schroder Investment Management – 4,34%;
  • Dunross & Co. – 7,05%.

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“

  • რუსეთის ფედერაცია – 59,34%;

„ზირაათ ბანკი საქართველო“

  • თურქეთის რესპუბლიკის სს ზირაათ ბანკი – 100%.

 

bpn.ge