ომი სააკაშვილის ბრძანებით დაიწყო! სამშობლოსთვის ვალდებული ხარ მოკვდე, მაგრამ არ ხარ ვალდებული იცრუო- ირაკლი დოჭვირი

ბლოგერი ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

,,სამშობლოსთვის ვალდებული ხარ მოკვდე! მაგრამ არ ხარ ვალდებული სამშობლოსათვის იცრუო”!

ომი დაიწყო სააკაშვილის ბრძანებით!

რა ქნა ბოლო ბოლო დაამთავრა ჩვენმა მთავრობამ ფსევდო გლოვა? ჩავრთო ტელევიზორი თუ ხვალაც გაგრძელდება ტრაგიკული სპექტაკლი?
ვისაც არჩევნებში რაღაც ამბიცია აქვს რავა ყველანი გვირგვინებით დარბის წინ და უკან?
ეს ქოცები ხომ გამპრავებლები არიან ნაცების ბოროტი საქმეების. სააკაშვილი პროვოკაციას და ავანტურას შეწირული ჯარისკაცები სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებად შერაცხეს. სამშობლოსათვის თავდადებული გმირი იყო ის ვინც არ დაემორჩილა სააკაშვილის უსამართლო ფაშისტურ ბრძანებას და ცეცხლი არ გახსნა მძინარე ცხინვალის მიმართულებით. გვყავდა კი ასეთი ჯარისკაცი ჩვენ? სამწუხაროდ არა! ისე ჩვენი მოძმე ოსებიდან მსხვერპლი გაიხსენა ვინმემ? არა ხო?! თფუუუ თქვენ.. ამის მერე რა ქვეყნის გაერთიანებაზე საუბრობთ?! სააკაშვილის ბოროტების გამპრავებელო ქოცებო.
ამ გლეხის შვილებს რომ მიუგდებთ საზარბაზნე ხორცად ახოციებთ და მერე ცხარე ცრემლით დასტირით, თქვენი შვილები სად იყვნენ? საზღვარგარეთ უსაფრთხოდ და ვინც აქ იყვნენ ჩარჩენილები თქვენი მეთაურობით ხომ გარბოდით გმირულად წითელი ხიდისკენ?! სტალინი და მაო ძედუნი სულელები იყვნენ არა თავიანთი შვილები სამშობლოს ჯარისკაცებად რომ განამწესეს და ორთავეს შვილი ბრძოლის ველზე დარჩა?!
მარადიული დიდება ქართველი ბიჭების ხსოვნას, რუსი სამშვიდობოების ხსოვნას, ოსების ხსოვნას. ომის გამჩაღებელი სააკაშვილი რომლის კისერზეა ყველა ეს მსხვერპლი აუცილებლად წარდგება ჰააგის სასამართლოს წინაშე. ამ რწმენას მაძლევს ის გარემოება რომ ამერიკამ კონტროლი დაკარგა ამ ტრიბუნალზე და თავისი წარმომადგენლები უკან გაიწვია ჰააგას კი დაფინანსება შეუწყვიტა. მიზეზი არის ის რომ ჰააგის მოსამართლეებმა ამერიკის სამხედრო დანაშაულის კვალი ავღანეთსა და ერაყში აღმოაჩინეს და დაიწყეს ამ მასალების შესწავლა.

,,სამშობლოსთვის ვალდებული ხარ მოკვდე! მაგრამ არ ხარ ვალდებული სამშობლოსათვის იცრუო”!

წყარო