რეჟისორი, პოეტი, ბლოგერი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
— “პრინცების” და “პრინცესების” ერი —
გარდა იმისა, რომ ქართველების უმეტესობა შვილებს უწიგნურობაში და უქნარობაში ატარებინებს ბავშვობას, არაფრის მომტან ამბიციითაც ზრდის პატარას. ახლანდელი ნორჩები ხომ ,,პრინცესობის” და ,,პრინცობის” ძახილში იზრდებიან.
ნეოლიბერალურ ფასეულობებს აყოლილი ოჯახები, რომლებიც ამავე დროს ქართველებადაც თვლიან თავს, უხვად კვებავენ შთამომავლებს ,,ჰელოუინური”” ფასეულობებით და არაფრის მომცემი ,,მეშჩანური” გემოვნებით.
შეხედავ ფეისბუქზე 10 წლის ,,პრინცესას” ფოტოს და ბავშვური იერი რომ არა ,,ნაშა” გეგონება უკვე იმდენი მაკიაჟი უსვია თოთო სახეზე. ფოტოს გამომქვეყნებელი მშობელი კი შეჰხარის შთამომავალს და მის უსულო საგნად აღზრდას პროგრესად მიიჩნევს. (დააჯერეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ასეა საჭირო)
ჰო და გვეზრდებიან ამ უტახტო და დაღუპვის პირას მიყვანილ ქვეყანაში პრინცესობის და პრინცობის ამბიციით ცარიელი თავები და არავინ ზრუნავს იმაზე, რომ შვილი მევენახე, მესაქონლე, აგრონომი, არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეტალურგი, ოქრომჭედელი, ან ქვეყნის კარგად მცოდნე — მესვეური გაზარდოს. არა, ახლა ხომ ოცდამეერთე საუკუნეა და ქართველები პრინც-პრინცესებად უნდა ვიქცეთ.
მევენახე, მესაქონლე, მეწარმე და ქვეყნნის მესვეური ჩინელი, ირანელი, ევროპელი,, თურქი, არაბი და ინდოელი იქნება. პრინც — პრინცესებად დაზრდილი ჩვენი შვილები კი ფეხს ფეხზე გადაიდებენ და ზემოთნახსენები ხალხები სულ მონებივით მოემსახურებიან.
აი ასეთი ამბიციით გვეზრდება შვილები ქართველების უმეტესობას ოჯახებში, სოროსის პირუტყვული განათლების ფონზე.
არადა ვაი ამ ფშუტე ამბიციებზე დაზრდილი ,,პრინც – პრინცესების” ბრალი იმ რეალობაში, რომელსაც ვუტოვებთ ,,პრადვინუტი” მშობლები მათ.
გურამ ქართველიშვილი
წყარო:
https://www.facebook.com/photo.php?fbid=165441548379985&set=a.108220177435456&type=3&theater