ამ კონფლიქტში მეორე მხარე რუსეთი არ არის, მეორე მხარე ოსები და აფხაზებია, რუსეთი არის მესამე მხარე, ამერიკა მეოთხე-ლევან ჩოტორლიშვილი

ბლოგერი ლევან ჩოტორლიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

აგვისტოს ომზე განცხადებებს ვუსმინე. ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად დავამარცხებთ ოკუპაციასო.

მე მგონი ამ ხალხს ადეკვატურობა აქვს დაკარგული და მართლა ჰგონიათ აფხაზები, ოსები არაფერ შუაშია, მათი ნების საწინააღმდეგოდ აქვს რუსეთს ტერიტორიები ოკუპირებული.

აფხაზება და ოსებმა გამოიყენეს რუსეთი დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის და არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ ამ გამარჯვებაზე უარის თქმას. დროა გათავისუფლდეთ პროვინციული იმპერიალიზმის და ფაშიზმის ნარატივებისგან, რომლებიც ოსების და აფხაზების დეჰუმანიზაციას ახდენს და არ განიხილავს ამ ერებს სუბიექტებად რომლებსაც საკუთარი იტერესები გააჩნიათ.

ამ კონფლიქტში მეორე მხარე რუსეთი არ არის. მეორე მხარე ოსები და აფხაზებია. რუსეთი არის მესამე მხარე, ამერიკა მეოთხე. დროა ისწავლოთ მრავალუცნობიანი განტოლებების ამოხსნა ან დაანებეთ თავი გეოპოლიტიკურ თამაშებს.

წყარო:

https://www.facebook.com/levan.chotorlishvili/posts/10217580025799775