არც აფხაზეთი დაიკარგებოდა, არც ცხინვალი, თავის დროზე ქართველებს რომ ეზრუნათ რუსებთან ნორმალური დამოკიდებულების შენარჩუნებაზე,  ნაკლები ელაყბათ საქართველოს ევროპულ ფესვებსა და დასავლურ გზაზე- გოგი ლორთქიფანიძე

მწერალი, ბლოგერი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ზოგჯერ მაინც თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ არც აფხაზეთი დაიკარგებოდა და არც ცხინვალი გაგვექცეოდა, თავის დროზე ქართველ საჯარო და არასაჯარო პირებს ნაკლები რომ ელაყბათ საქართველოს ევროპულ ფესვებსა და დასავლურ გზაზე, ცოტა ხმადაბლა ელანძღათ საბჭოთა კავშირი და ცოტა მეტი ეზრუნათ რუსებთან ნორმალური დამოკიდებულების შენარჩუნებაზე?

მაგრამ ჩვენ “ინტელექტუალებს” ხომ რეფლექსიის გრძნობაც ატროფირებული აქვთ და თვითკრიტიკის უნარიც (ეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაშიც საკმაოდ კარგად მოჩანს – იშვიათი გამონაკლისების გარდა).

არადა, უთუოდ გეხსომებათ, რომ არცთუ დიდი ხნის (ისტორიულ თვალსაზრისით) წინათ, რამდენიმე ამბიციურმა “ბელადმა” შეძლო ასიათასობით (თუ მეტი არა) ქართველის აყოლიება და წამოგება გაუაზრებელი “პატრიოტიზმის” ნემსზე, რამაც ლამის მთელ სამეზობლოსთან დაგვიპირისპირა.

მერე კი გიკვირთ, საიდან ამდენი ოხერი “ნაცი” გურჯისტანშიო… შედეგი?

გ.ლ.

წყარო:

https://www.facebook.com/gogi.lortkipanidze/posts/1606273929553647