დასაქმებაში მკვეთრი აღდგენაა

დასაქმებაში მკვეთრი აღდგენაა, დაახლოებით 47 ათასზე მეტ ადამიანს ჩაერიცხა ხელფასი ივნისში,” – ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის მკვლევარების განმარტებით, დასაქმების აღდგენა პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის გაჯანსაღებას. მათივე ინფორმაციით, მაისში, 91 ათასით ნაკლებმა ადამიანმა მიიღო ხელფასი თებერვალთან შედარებით, ხოლო ივნისში ეს რიცხვი შემცირდა, შედეგად, დასაქმებულთა რიცხვი 47 ათასით გაიზარდა.

ინფორმაცია მომზადებულია შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, თიბისი ბანკის მონაცემებით, ივლისში მაისთან შედარებით ბევრ ძირითად ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, ნეგატიური დინამიკა ფიქსირდება განათლების, პროფესიული საქმიანობის, გართობისა და ხელოვნების, ასევე ენერგეტიკის სექტორებში.

 

“report.ge”