ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა საქართველოში.
მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს აქვს დეტალური გაიდლაინები სწავლის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით.
„სწავლასთან დაკავშირებით რეგულაციებთან მიმართებაში იცით, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ინტენსიური სამუშაო პროცესი უკვე გაიმართა. მათ აქვთ დეტალური გაიდლაინები თუ როგორი უნდა იყოს სწავლის ფორმატი 15 სექტემბრიდან და უკვე ყველა სკოლა განათლების სამინისტროსთან ერთად ემზადება, რომ უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა საქართველოში“,- განაცხადა მინისტრმა.
“ინტერპრესნიუსი”