“მაიდანი” არ შედგება- დავაფიქსირეთ ზარები, ჩვენს ცხვრებს მართავდნენ პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან “- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა დღესასწაულივით ჩაიარა და ვიღაცას ამ დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ისტორიული აქტივობა დაფიქსირდა.

„არჩევნები დღესასწაულია. ხალხი ბავშვებთან ერთად მოდიოდა. ვიღაცას ამ დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა. ჩვენ ისინი დავინახეთ. საზღვარგარეთიდან დავაფიქსირეთ ზარები: პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან. ჩვენი ცხვრები იქიდან იმართებოდნენ“, – განაცხადა მან.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას – 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

 

“იმედინიუსი”