საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთს სუფრის ღვინოებს აწვდის. ამ სახეობის ქართულ ღვინოებზე ბაზრის 24% მოდის
საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებში ღვინის მიწოდების მხრივ ყველაზე პოპულარულია, აღნიშნულია „როსკაჩესტვოს“ (Роскачество, რუსეთის ხარისხის მონიტორინგის სისტემა) კვლევის შედეგებში.
კერძოდ, საქართველო იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარულ ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის. მან გაუსწრო საფრანგეთს, ჩილესა და გერმანიას.
რუსეთში შეტანილი ღვინის ღირებულების კუთხით ლიდერობს საფრანგეთი (4 დოლარზე მეტი 1 ლიტრ ღვინოში), მეორე ადგილზეა საქართველო (3,19). ყველაზე იაფად ღვინო რუსეთში მოლდოვას შეაქვს (1,7).
რაც შეეხება გეოგრაფიული ინდიკატორებით დაცულ ღვინოებს, ხუთეულში პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორე და მესამე ადგილებზე – საქართველო („ქინძმარაულის“ მარკის ღვინოები), მეოთხეზე – იტალია და მეხუთეზე – კვლავ ესპანეთი.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართვეკლოდან 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო გაიტანეს, რაც 20918 წელთან შედარებით 9%–ით მეტია. ყველაზე მეტი ღვინო – 58,4 მლნ ბოთლი გაიტანეს რუსეთში.
“სპუტნიკი”