თბილისის ტელეანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა

თბილისის სატელევიზიო ანძას, ტრაურის მომენტში სოლიდარობის ნიშნად, ხშირად ანათებენ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში.

Тбилисскую телевышку подсветили в цветах Ливанского флага

 თბილისის სატელევიზიო ანძა ლიბანში 4 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ამ ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში განათდა, იუწყება დედაქალაქის მერია.

„ამ ტრაგიკულ დღეებში საქართველო ლიბანელი ხალხის გვერდით არის!“ – ეს არის საქართველოს გზავნილი ლიბანისადმი, რომელიც თბილისის მერიამ გამოაქვეყნა.

თბილისის ტელეანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ტელეანძას ხშირად ანათებენ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში ტრაურის მომენტში სოლიდარობის ნიშნად.

ბეირუთის საზღვაო პორტში 4 აგვისტოს მძლავრი აფეთქება მოხდა, რომელმაც შეიწირა 158 სიცოცხლე. შედეგად დაშავდა 6 ათასზე მეტი  ადამიანი, დაზიანდა ათობით სახლი, ავტომობილი.

“სპუტნიკი”