უძილობა გაცილებით მალე კლავს, ვიდრე შიმშილი – უცნობი ფაქტები ძილზე

ადამიანებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ძილთან სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, ძილი თითქმის არცერთ ბავშვს არ უნდა, თუმცა დიდობაში საქმე სხვაგვარადაა. ზოგს უძილობა აწუხებს ზოგსაც ძილისთვის ცოტა დრო აქვს.

 

არადა ამ პროცესს ადამიანის ფსიქოემოციური ფონისთვს და შრომის უნარზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ  ძილის შესახებ რამდენიმე აქამდე უცნობი ფაქტები მოგიყვეთ.

1. ადამიანების 12% სიზმრებს მთელი ცხოვრება შავ-თეთრ ფერებში ხედავს. ფერადი ტელევიზიის გამოგონებამდე კი კაცობრიობის მხოლოდ 15% ხედავდა ფერად სიზმრებს.

2. ცხოვრების 2/3-ს კატა ძილში ატარებს. კატისთვის ნებისმიერი კომფორტული წერტილი საძილედ გამზადებული ლოგინია.

3. ადამიანები კი ძილში ცხოვრების 1/3-ს ატარებენ.

4. დედამიწის მოსახლეობის 15% ძილში დადის. ასევე მითია ის, რომ არ შეიძლება ძილში მოსიარულე ადამიანის გაღვიძება

5. ხშირად სმენა და მეტყველება დაქვეითებული ადამიანები ჟესტების ენას ძილშიც იყენებენ.

6. 4-დან 1 შეუღლებული წყვილი ცალ-ცაალკე ლოგინებში იძინებს.

7. უძილობა გაცილებით მალე კლავს, ვიდრე შიმშილი. რა თქმა უნდა არც ერთი ვარგა, მაგრამ ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ძილი გაცილებით სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვიდრე ჭამა.

8. იდეალურ შემთხვევაში დასაძინებლად ადამიანს 10-15 წუთი სჭირდება. თუ ამაზე მოკლე დროში გეძინებათ, ესე იგი ძილი გაკლიათ.

regarder.ge

“პრაიმტაიმი”