რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას ულოცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იმედი მაქვს, თქვენი შემდგომი სახელმწიფოებრივი ქმედებები ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული რუსულ-ბელარუსული ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს,“- ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩვენო კომისიის პირველადი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო.
“აიპიენი”