ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავი ქეთი მეულუა აჭარაში ახალ კლიპს იღებს. მელუას ახალი სიმღერისთვის ვიდეოგადაღებები აჭარის რეგიონში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაღებები დღეს სრულდება – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩემთვის აჭარაში ვიდეოგადაღება პირველია. ყველა ზაფხული ბათუმში მაქვს გატარებული. ჩემთვის ბათუმი და შავი ზღვა არის სიხარული. ორ სიმღერაზე ვიღებთ კლიპს. ამ კლიპის გადაღებებისას საოცარი ადგილები ვნახეთ და მგონია, რომ ძალიან კარგი და პოზიტიური უნდა გამოვიდეს“- ამბობს ქეთი მელუა
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ქართველი მომღერლის ახალი სიმღერებისთვის ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.
“ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მსოფლიო მასშტაბით მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით გაეცნობა.გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავს, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა. ვიდეოგადაღებები რეგიონში დღეს სრულდება. საყვარელი მომღერლის აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს, რომელიც მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება მაყურებელი ეკრანებზე უკვე შემოდგომაზე იხილავს.”- აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: report.ge