ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2020 / 2021 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა.

უეფას მიერ დადგენილ ერთმატჩიან დუელში “დინამო თბილისს” წინააღმდეგობას ალბანეთის ჩემპიონი “ტირანა” გაუწევს.

შეხვედრა 18 ან 19 აგვისტოს თბილისში, დინამო არენაზე შედგება.

წყარო: report.ge