ლეღვის ფოთლის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ მიაწოდა.
20 წლის გოგო დამწვრობის ცენტრში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
მოქალაქე რუჯის მიღებას, ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენებით ცდილობდა.
შემთხვევა ერთ-ერთ რეგიონში დაფიქსირდა.
” ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვარი გვიწევს ქალბატონი, ეს ამ სეზონზე უკვე მესამე შემთხვევაა. 50 პროცენტით, მეორე-მესამე ხარისხის ქიმიური დამწვრობა აქვს. მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდა ქალბატონია, 20 წლის და ის დამწვრობის ცენტრში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა“- განაცხადა Report.ge-სთან გუგა ქაშიბაძემ.
“რეპორტ.ჯი”